აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე, რომელმაც საქართველოში ყურადღება სენატორების მხრიდან "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკის გამო მიიპყრო, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეახსენა.
ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებამდე გავრცელდა ცნობები, უკრაინის სამხრეთით განვითარებულ კონტრშეტევით ოპერაციაში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის მომხრეთა მონაწილეობის შესახებ. ლაპარაკია იჩქერიის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ძალებზე (ОБОН).
“კარტოგრაფების საქმეზე” საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ვახტანგ დათუნაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი 2006-2007 წლებში საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი იყო და კითხვებიც სასამართლო სხდომაზე ამ კომისიის მუშაობის პროცესს შეეხებოდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის მიწვევით მივიდა. რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის ინტერპელაციის წესით დაიბარა - წინაწარ გაგზავნილი კითხვები, ევროკომისიის პირობების შესრულებასა და ანტიდასავლურ განცხადებებზე მთავრობის პოზიციას ეხებოდა.
22 ნოემბრიდან აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ტატიშვილი. იგი 11 ნოემბერს, ხმათა უმრავლესობით აირჩია რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი ელაპარაკა 300-ზე მეტ ყოფილ და მოქმედ სამხედრო ტყვეს. გადატანილ წამებასა და სისასტიკეებზე ჰყვებიან როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცები.
“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ჩაასწორა და ოლიგარქების რეესტრის შემდგენელ ორგანოდ პარლამენტის ნაცვლად მთავრობა განსაზღვრა - უკრაინულ მოდელშიც “აღმასრულებელი“ წერიაო. 76 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს დოკუმენტების შეცვლისკენ უბიძგა. მათ არ სურთ ფრონტზე მოხვდნენ. საბუთების შესაცვლელად ტრანსგენდერებმა სპეციალური კომისია უნდა გაიარონ. ბევრი ამ პროცედურის გავლას ან უფულობის გამო ვერ ახერხებდა, ან უბრალოდ მისი საჭიროება არ არსებობდა.
„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი.
ნატო ჯერ ისევ ელოდება პოლონეთში მიმდინარე გამოძიების შედეგებს, რათა დაზუსტდეს, საიდან მოხვდა რაკეტა ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე. წინასწარი ვერსიით, 15 ნოემბერს, 2 ადამიანის სიკვდილი უკრაინა-პოლონეთის საზღვართან უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის აფეთქებას მოჰყვა.
ჩამოტვირთე მეტი