ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს წარუდგინა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული და უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტისგან.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციის პროექტს ირანში ადამიანის უფლებების შესახებ და კენჭისყრისას დარბაზი დატოვა.
"ის რაც ხდება სახლში, მედიის და საელჩოების მეშვეობით მიდის ჩვენს პარტნიორებთან და საქართველოს პოზიტიური აღარაფერი შერჩა, რაც ამდენი ხნის მანძილზე შეძლო. ვიყავით საუკეთესოები და სამაგალითოები რეგიონში, მათ შორის ნატოში მსურველ ქვეყნებს შორის. ეს უნდა დავიბრუნოთ" - აცხადებს თეონა აქუბარდია, დეპუტატი.
2020 წლის არჩევნების შემდეგ მრავალი ცვლილება მოხდა საქართველოს პარლამენტში, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომელსაც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულება ევალება.
აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე, რომელმაც საქართველოში ყურადღება სენატორების მხრიდან "ოცნების" ხელისუფლების კრიტიკის გამო მიიპყრო, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეახსენა.
ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებამდე გავრცელდა ცნობები, უკრაინის სამხრეთით განვითარებულ კონტრშეტევით ოპერაციაში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის მომხრეთა მონაწილეობის შესახებ. ლაპარაკია იჩქერიის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ძალებზე (ОБОН).
“კარტოგრაფების საქმეზე” საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ვახტანგ დათუნაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი 2006-2007 წლებში საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი იყო და კითხვებიც სასამართლო სხდომაზე ამ კომისიის მუშაობის პროცესს შეეხებოდა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის მიწვევით მივიდა. რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის ინტერპელაციის წესით დაიბარა - წინაწარ გაგზავნილი კითხვები, ევროკომისიის პირობების შესრულებასა და ანტიდასავლურ განცხადებებზე მთავრობის პოზიციას ეხებოდა.
22 ნოემბრიდან აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ტატიშვილი. იგი 11 ნოემბერს, ხმათა უმრავლესობით აირჩია რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი ელაპარაკა 300-ზე მეტ ყოფილ და მოქმედ სამხედრო ტყვეს. გადატანილ წამებასა და სისასტიკეებზე ჰყვებიან როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცები.
“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი ჩაასწორა და ოლიგარქების რეესტრის შემდგენელ ორგანოდ პარლამენტის ნაცვლად მთავრობა განსაზღვრა - უკრაინულ მოდელშიც “აღმასრულებელი“ წერიაო. 76 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია.
ჩამოტვირთე მეტი