10 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ბრიუსელიდან მოულოდნელად გამოჩენილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ „სახელისუფლებო გუნდიდან“ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა მას ქვეყნის ინტერესების დაცვაში შეუშალა ხელი და საქართველოში ბრუნდება ევროპული მომავლის დასაცავად.
„ქართულმა ოცნებამ“, პარტიამ, რომელიც საქართველოს 2012 წლიდან მართავს, ომში ჩათრევის ბრალდებებით უპასუხა ევროპელი პარლამენტარების ბოლო გაფრთხილებას, რომ - საჭიროა მოქმედება, ვიდრე „შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა“.
ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების გაძევებას ითხოვს - ქვიარების მხარდაჭერის გამო. სად აქვს დასაყრდენი ამ პოზიციას?
8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია საკუთარი შეიარაღებულ ძალების უპრეცედენტო გაძლიერების გზას დაადგა და მიზანი დაისახა, რომ ბუნდესვერი ევროპაში ყველაზე მსხვილ და მოწინავე არმიად აქციოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, დიმიტრი გუგუტიშვილი ყოველდღიურად ხედავს, მის სახლ-კართან როგორ დადიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ამოწმებენ ე.წ. საზღვარს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში თითქმის 6 საათი გრძელდებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 107-ე შეხვედრა.
„ოცნების“ განცხადებით, ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაში მას პრეზიდენტი ხელს ისე უშლიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გახდა სარჩელის შეტანა საჭირო, ახლა სასამართლომ უნდა განუმარტოს სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლურია და მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად ჩეჩნეთიდან 8000-ზე მეტი ადამიანი გაიგზავნა.
ჩამოტვირთე მეტი