„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არა აქვს. ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული მესიჯები კი ცალსახად ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა „გონივრული“ უწოდა ბაიდენის ორშაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, ამერიკა უკრაინას არ გადასცემს შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.
უკრაინის სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები არ აპირებენ დაჰყვნენ რუსეთის შანტაჟს: მოსკოვი, თავისივე შექმნილი სასურსათო კრიზისის დაძლევაში, დასავლეთს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ სთავაზობს დახმარებას.
რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას არ ჩქარობს და 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებას საკითხის არასათანადო მომზადებითა და წინასწარი შეუთანხმებლობით ხსნის.
უკრაინაში ომის დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. 21 წლის სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ჯერი კიდევ ორმოცდაათამდე ჯარისკაცზეა. ამ დროს, რუსეთიც ემზადება უკრაინელი ტყვეების გასასამართლებლად.
ჩამოტვირთე მეტი