რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია საკუთარი შეიარაღებულ ძალების უპრეცედენტო გაძლიერების გზას დაადგა და მიზანი დაისახა, რომ ბუნდესვერი ევროპაში ყველაზე მსხვილ და მოწინავე არმიად აქციოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, დიმიტრი გუგუტიშვილი ყოველდღიურად ხედავს, მის სახლ-კართან როგორ დადიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და ამოწმებენ ე.წ. საზღვარს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში თითქმის 6 საათი გრძელდებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 107-ე შეხვედრა.
„ოცნების“ განცხადებით, ელჩების დანიშვნა-გათავისუფლებაში მას პრეზიდენტი ხელს ისე უშლიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გახდა სარჩელის შეტანა საჭირო, ახლა სასამართლომ უნდა განუმარტოს სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლურია და მთავრობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად ჩეჩნეთიდან 8000-ზე მეტი ადამიანი გაიგზავნა.
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის 103-ე დღეს საომარი დაპირისპირების მთავარ კერას წარმოადგენს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი, სადაც უკრაინის დამცველები ყველა ქუჩისთვის ხელჩართულ, მძიმე და უთანასწორო ბრძოლებს აწარმოებენ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველადი მოხმარების ნივთებზე, საყოფაცხოვრებო ქიმიასა და, რაც მთავარია, პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. ადგილობრივი ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის, გლობალურ ეკონომიკურ არასტაბილურობას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები სწრაფი ტემპით კარგავენ ოფიცრებს და მათ შორის - გენერლებს. უკვე დადასტურებულია ოთხი შემთხვევა. გენერლები ძირითადად ფრონტის ხაზის სიახლოვეს, ანდა უშუალოდ ბრძოლაში იღუპებიან.
ჩამოტვირთე მეტი