პროფესიულმა მოცურავემ პიოტრ პატრუშევმა (1942-2016) 1962 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცევა მოახერხა. მან შავი ზღვა ბათუმიდან თურქეთამდე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაცურა. პატრუშევის გაქცევის ამბავი დაზვერვის საიდუმლო სახელმძღვანელოებშია შესული.
„პუტინი უკვე შუაგზაში იქნებოდა საქართველოსა და მოლდოვისკენ, უკრაინა რომ სამ დღეში დაცემულიყო, როგორც მას მისი ტრ...ზე მკოცნელები არწმუნებდნენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი დავიდ პატრიკარაკოსი.
100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნის, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ჯერჯერობით სისხლისმღვრელ ომს ბოლო არ უჩანს და მეტიც, ზოგიერთი შეფასებით - ომის არანაკლებ რთული, ხანგრძლივი ფაზები ჯერ ისევ წინ არის.
„ცა და დედამიწა“ - ასე შეაფასა განსხვავება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ინტერვიუს დროს, როცა პარალელებს ავლებდა მიხეილ სააკაშვილისა და იგორ დოდონის ბრალეულობებს შორის.
გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებას ნიკა გვარამიას ადვოკატები მესამე დღეა დეტალურად სწავლობენ. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 142-გვერდიან დოკუმენტში არა მხოლოდ საქმის დეტალებსა და დანაშაულის მოტივებს ეხება, არამედ მის და სასამართლო სისტემის მიმართ ბრალდებებსაც პასუხობს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ინტერნეტით უნდა შეძლონ. რუსეთში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ეს ყველას ძალიან გაუხარდება. მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკი მხოლოდ ვიწრო წრეებში შეუძლიათ.
უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იტყობინება სააგენტო „რესი“, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეყრდნობა.
ხმაურიანი ისტორიებით ცნობილი თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში ათობით კომპანიას ფლობს, ამ ეტაპზე ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით არის დაკავებული. თუმცა დაწყებული გამოძიება სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულებსაც უკავშირდება.
ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიორგი ქუფარაშვილი პოლკ „აზოვის“ ინსტრუქტორი, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა.
- მონებს გეძახდათ? - მონებსაც გვეძახდა, უვიცებსაც და გაუნათლებლებსაც! - ამით დაიწყეთ ხოლმე შეურაცხყოფაზე ლაპარაკი, პირდაპირ უწმაწური სიტყვებით რომ იწყებთ.
ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეზე ნათქვამ ფრაზას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არა აქვს. ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული მესიჯები კი ცალსახად ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.
ჩამოტვირთე მეტი