"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კოვზანაძე პირველია, ვინც მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს მიმართა იმ 6-წევრიანი ჯგუფიდან, რომელთაგანაც ზოგი ადასტურებს და ზოგიც არ უარყოფს - რომ 7 მარტს მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. პარლამენტში მოლოდინია, რომ მანდატებს მალე სხვებიც დატოვებენ.
მარტის აქციების მთავარ სიმბოლოდ ქცეული ევროკავშირის დროშა, რომელსაც ნანა მალაშხია წყლის ჭავლის წინ აფრიალებს და რომელიც მან წყლის ჭავლთან ბრძოლისას დაკარგა, გამოჩნდა. დროშა, რომელიც ნანას მას შემდეგ გაუვარდა ხელიდან, რაც ჭავლმა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად წააქცია, 28 წლის შოთა კასრაძემ იპოვა.
„წარმატებული ადამიანი ღირსეული განათლებით“ - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ამილახვარი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული დეპუტატია.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს „უკრაინის გაყოფას კორეის მაგალითზე“, ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის შექმნას, რის შემდეგაც უკრაინას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესთავაზებენ.
მარტის საპროტესტო მღელვარებისას არჩეული ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოადგილეების წარდგენას 1 აპრილს გეგმავს. შემადგენლობას არ ამხელს, მაგრამ აზუსტებს, რომ გავრცელებული ხმების მიუხედავად მათ შორის არ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია.
რადიო თავისუფლებამ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, გურამ ღვინჯილიას სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილება - რუსეთის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერების გაცემა.
ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსეთში უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და დევნიან. ნაწილი საქართველოში გამორბის, თუმცა მესაზღვრეები მათ უკან აბრუნებენ. არც შემოშვებულებს აქვთ გარანტია, რომ საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებენ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას ელოდება. ამისათვის უკვე მზადაა პოლონეთი და არსებობს საქართველოს მთავრობის თანხმობა წინაპირობით.
რუსული თვითმფრინავის მიერ ამერიკული დრონის დაზიანებას კონფლიქტის ესკალაცია არ გამოუწვევია, თუმცა ვითარება დაძაბულია. რუსეთიდან იმუქრებიან, რომ თუკი აშშ-ის MQ-9 ისევ გამოჩნდება რუსეთის „საზღვართან“, ყირიმის სიახლოვეს, მას უკვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსით დახვდებიან.
ჩამოტვირთე მეტი