რადიო თავისუფლებამ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, გურამ ღვინჯილიას სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილება - რუსეთის პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერების გაცემა.
ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს რუსეთში უცხოეთის აგენტებად აცხადებენ და დევნიან. ნაწილი საქართველოში გამორბის, თუმცა მესაზღვრეები მათ უკან აბრუნებენ. არც შემოშვებულებს აქვთ გარანტია, რომ საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, დაბრუნებას შეძლებენ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას ელოდება. ამისათვის უკვე მზადაა პოლონეთი და არსებობს საქართველოს მთავრობის თანხმობა წინაპირობით.
რუსული თვითმფრინავის მიერ ამერიკული დრონის დაზიანებას კონფლიქტის ესკალაცია არ გამოუწვევია, თუმცა ვითარება დაძაბულია. რუსეთიდან იმუქრებიან, რომ თუკი აშშ-ის MQ-9 ისევ გამოჩნდება რუსეთის „საზღვართან“, ყირიმის სიახლოვეს, მას უკვე საზენიტო სარაკეტო კომპლექსით დახვდებიან.
ვენეციის კომისიას არაერთი შენიშვნა აქვს დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებულ, მანამდეც სადავო კანონპროექტებზე. ეს კანონპროექტები, და შესაბამისად შენიშვნებიც, პირდაპირ უკავშირდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას.
14 მარტს ამერიკული დამრტყმელი სადაზვერვო თვითმფრინავი MQ-9 Reaper-ი, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად ჩამოვარდა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსულ გამანადგურებლებთან კონტაქტის შედეგად, რასაც თეთრ სახლში „სახიფათო და უგუნური“ ნაბიჯი უწოდეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტი უბრალოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა და მსგავსი ინიციატივები ახლა აქვთ კანადასა და ევროკავშირს.
"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან", შეერთებულ შტატებს კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნა უნდა, "საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - ასეთი შეფასებები მოჰყვა სოხუმსა და ცხინვალში თბილისში რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს.
ევროპარლამენტარებისთვის მრავალათასიანი გამოსვლები თბილისში იმის "მკაფიო სიგნალია", რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში უნდა. ისინი ამბობენ, რომ ახლა ამისთვის მზაობა საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დაამტკიცოს.
ჩამოტვირთე მეტი