ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. სატრანსპორტო საშუალების მართვა სიმთვრალეში 150-ის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის 170 ლარის ნაცვლად - 250 ლარით.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა დაიწყეს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2010 წლის ფინანსური გეგმა 215 მილიონი ლარით იზრდება და თითქმის 7 მილიარდ ლარს მიაღწევს.
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია და მას 18 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ.
10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ”საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვაზე”.
სახელმწიფო უწყებებში აქამდე არსებული გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად გარდაიქმნებიან. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” პრეზენტაციაზე გაკეთდა.
2004 წლიდან ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება და ეს იმ ფონზე, როდესაც, 2 500-მდე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 460 ადამიანი გარდაიცვალა.
UGT (იუ-ჯი-ტი) არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ბიზნესის წარმოება. 13 წლის მანძილზე UGT-მ საქართველოში მსხვილ პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დააგროვა.
იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, ინდოეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც ინდოეთი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მაინცდამაინც დადებითად ვერ ხასიათდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლებმა 811 მილიონი ლარი შეადგინა 2008 წლის 885 მილიონის საპირისპიროდ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მან ლარის კურსის ვარდნის შესაძლო მიზეზებზე ილაპარაკა.
ასე შეაფასეს არჩევნები ქართულმა არასამთავრობოებმა - არჩევნები შედგა, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნების სამართლიანად ჩატარების გზაზე, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია და ბოლომდე თავისუფალი და გამჭვირვალე არ ყოფილა.
ლარის კურსი დღითიდღე ეცემა და უკვე ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრია, თუმცა ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცილებით დაბალი კურსით ვაჭრობდნენ.
ჩამოტვირთე მეტი