სახელმწიფო უწყებებში აქამდე არსებული გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად გარდაიქმნებიან. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” პრეზენტაციაზე გაკეთდა.
2004 წლიდან ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება და ეს იმ ფონზე, როდესაც, 2 500-მდე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 460 ადამიანი გარდაიცვალა.
UGT (იუ-ჯი-ტი) არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ბიზნესის წარმოება. 13 წლის მანძილზე UGT-მ საქართველოში მსხვილ პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დააგროვა.
იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, ინდოეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ეს მაშინ, როდესაც ინდოეთი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში მაინცდამაინც დადებითად ვერ ხასიათდება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლებმა 811 მილიონი ლარი შეადგინა 2008 წლის 885 მილიონის საპირისპიროდ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მან ლარის კურსის ვარდნის შესაძლო მიზეზებზე ილაპარაკა.
ასე შეაფასეს არჩევნები ქართულმა არასამთავრობოებმა - არჩევნები შედგა, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნების სამართლიანად ჩატარების გზაზე, მაგრამ მას დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია და ბოლომდე თავისუფალი და გამჭვირვალე არ ყოფილა.
ლარის კურსი დღითიდღე ეცემა და უკვე ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრია, თუმცა ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცილებით დაბალი კურსით ვაჭრობდნენ.
რუმინეთში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ რუმინეთში აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდეს საქართველოს გავლით. პარალელურად, გამოცოცხლება შეინიშნება „ნაბუკოს“ საქმეშიც...
წინასწარი გეგმით, კოდექსით, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვარს შევა, ის კომპანიები, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, მიკრობიზნესის სფეროს განეკუთვნებიან და გადასახადებს არ გადაიხდიან.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ამ მიმართულებით საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო აუარესებს. პროცესი, რომლის მორიგი ეტაპიც წლის დასაწყისიდან მცოცავი ტემპით დაიწყო, ამჟამად მორიგი რამდენიმეწლიანი მინიმუმის ფიქსირებით დაგვირგვინდა.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტმა, რომელიც საბაჟო კოდექსსაც ითავსებს, უკვე მიიღო მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე და მას საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კვირაში ელოდებიან. პრეზიდენტი და მთავრობა დაგეგმილი ცვლილებებით კმაყოფილია.
ჩამოტვირთე მეტი