ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, რომლის საპარლამენტო განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზური გადასახადი ორმაგდება, აქციზური გადასახადი უწესდება ტელეკომუნიკაციებს, დღგ-ით იბეგრება უმაღლესი განათლება...
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი მალე აშშ-ის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი - საქართველო კი აცხადებს, რომ რუსეთს გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს.
მინსკის მიერ საფასურის - 178 მილიონი დოლარის - გადახდის შემდეგ მოსკოვმა ბელორუსიას გაზის მიწოდება განუახლა. „გაზპრომმა“, თავის მხრივ გამოაცხადა, რომ ევროპის მიმართულებით ბელორუსიის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებისთვის სატრანზიტო გადასახადი დაფარა.
ბრიუსელის კონფერენციაზე თავმოყრილი 4,5 მილიარდი დოლარის ხარჯვა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და თუ ამ რესურსს ადგილობრივად გენერირებული ფული არ ჩაენაცვლა, ეკონომიკის ჩავარდნა გარდაუვალია.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრება. ფინანსთა სამინისტროს პოზიციით, გადასახადის შემოღება იმისათვის გახდა საჭირო, რომ ბიუჯეტში ბალანსი შენარჩუნებულიყო.
ახალი საგადასახდო კოდექსის პროექტის თანახმად, რამდენიმე პროდუქტზე საააქციზო გადასახადის დღეს მოქმედი ნორმა იცვლება. პროექტის მიხედვით, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი ტონაზე მანამდე მოქმედი 60 ლარის ნაცვლად, 120 ლარით დაიბეგრება.
პარლამენტმა დაიწყო საგადასახადო კოდექსის ახალი „რევოლუციური პროექტის“ განხილვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი კოდექსის მიზანია საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა და ადმინისტრირების გაიოლება.
22 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელისო ჩაფიძე, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. მან ილაპარაკა საგადასახადო კოდექსის პროექტში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა-დისტრიბუციასთან დაკავშირებულ პოზიციებზე.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა კომპანიამ, გაზპრომმა, ბელორუსიას ბუნებრივი აირის მიწოდება 15 პროცენტით შეუმცირა, ვინაიდან მინსკის დავალიანების შესახებ ორ ქვეყანას შორის გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი არ მოიტანა.
დაახლოებით 230 მილიონი ლარით გაზრდილი წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, დევნილთა სახლების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოციალურ პროექტებს ასახელებენ.
18 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჯონათან პადიფუტი, ”ქეა საერთაშორისო კავკასიის” დირექტორი.
ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. სატრანსპორტო საშუალების მართვა სიმთვრალეში 150-ის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის 170 ლარის ნაცვლად - 250 ლარით.
ჩამოტვირთე მეტი