ცხრა თვის შედეგების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ მთავრობის წარმომადგენლები და საავიაციო სფეროს პრიორიტეტულობაზე საუბრობენ.
21 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე და ბესიკ ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ეკონომისტი.
19 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურება გრძელდება. პარალელურად კი ფასი იზრდება საწვავზეც.
საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსი ისევ გაუარესდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა, ევროსი კი - 2.6103 ლარი.
ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ინკლუზიური ტურიზმის განვითარების სოციალური და ეკონომიკური ასპექტები.
17 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად შვანგირაძე, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა სიღარიბის მიზეზებზე საქართველოში. 17 ოქტომბერს გაერო აღნიშნავს "სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს".
17 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად შვანგირაძე, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, გაუფასურებას განაგრძობს. კურსის სწრაფი ვარდნის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 160 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა, მაგრამ ამან ვარდნა მაინც ვერ შეაჩერა.
ლარის კურსის გაუფასურების პროცესი დღეს ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია. მართალია, ეს პროცესი არ ყოფილა მყისიერი და ვარდნაც არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ეს გასულ წელს იყო, მაგრამ პროცესი შეუქცევად სახეს იძენს და, შესაბამისად, როგორც ექსპერტების, ისე პოლიტიკოსების კომენტარებს იმსახურებს.
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.
ჩამოტვირთე მეტი