ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, ნახევარი თეთრი - ამ რაოდენობით გაეზარდა თბილისის მოსახლეობას გაზის მოხმარების ტარიფი.
გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა, - ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 %-ით გაიზარდა.
ბათუმში აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სამოქალაქო სექტორს გააცნო რეგიონის ბიუჯეტის დაგეგმარების, ხარჯვისა და შესრულების შესახებ გამოკვლევის შედეგები.
საკმაოდ ცივმა ამინდებმა საქართველოს ზღვისპირეთის ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნა, თუმცა სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია და აჭარა ძირითადად კვლავ ტრადიციული ტურისტების იმედადაა.
2017 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94 %-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14 % (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა.
ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ხანძარმა არაერთი სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა დააზიანა, რამაც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები შექმნა და ადამიანთა დიდი ნაწილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა.
საქართველოს სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტით გაუარესდა.
2017 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტმა მოიმატა, რაც უმთავრესად ჩინეთისა და რუსეთის ბაზრის დამსახურებაა. თუმცა, ამ მატების მიუხედავად, წამყვანი პოზიცია ბაზარზე მაინც რუსეთს ეკუთვნის. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები კი ასე გამოიყურება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც, დაახლოებით, 147 ათასით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5 %-ია).
მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 827 შეადგინა, რაც, აპრილთან შედარებით, 26.8 %-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 26.5 %-ით მეტია.
ჩამოტვირთე მეტი