საქართველოს სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტით გაუარესდა.
2017 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტმა მოიმატა, რაც უმთავრესად ჩინეთისა და რუსეთის ბაზრის დამსახურებაა. თუმცა, ამ მატების მიუხედავად, წამყვანი პოზიცია ბაზარზე მაინც რუსეთს ეკუთვნის. ზოგადი სტატისტიკური მონაცემები კი ასე გამოიყურება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც, დაახლოებით, 147 ათასით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5 %-ია).
მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 827 შეადგინა, რაც, აპრილთან შედარებით, 26.8 %-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 26.5 %-ით მეტია.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი იმ ცვლილებების პაკეტი, რომლებიც ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.
1 ივლისიდან, ძვირდება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთები. შესაბამისად, ბიზნესკლასის ბილეთის საფასური 55-დან 100 ლარამდე იზრდება, პირველი კლასის ბილეთი კი 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება.
მერიის გადაწყვეტილება, რომ მომატებული თანხა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის უნდა დაიხარჯოს, საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა.
2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გლობალური ვალის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გლობალური მშპ-ის 327 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) 40 ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით, ნიშნული 0,1-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა საქართველოში გაზრდილია.
2017 წლის 26 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეროვნულ ვალუტა ლარში გაცემული სესხების რაოდენობა იმატებს, რაც ხელისუფლების მიერ ლარიზაციის პროექტის განხორციელებისა და 100 000 ლარამდე კრედიტის ლარში აღების ვალდებულების ლოგიკური შედეგია.
რას გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ის ევროპის ბაზარზე მოხვდეს, მეგრელ მეწარმეებსა და ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, ორგანიზაცია გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ევროპულმა პროექტმა „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“.
დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის იდეა და ხელისუფლების ეკონომიკური გადაწყვეტილებების საკმაოდ დიდი ნაწილიც, მათ შორის - გადასახადების შესაძლო ზრდის მიმართულებით, ამ მიზანს ემსახურება.
ჩამოტვირთე მეტი