აჭარა საქართველოს მცხოვრებთათვის, პირველ რიგში, ზღვისპირა კურორტია, სადაც სწორედ მზიანი ამინდისა და წყნარი ზღვის საპოვნელად ჩადიან.
თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალ 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ერთ-ერთ საწარმოში შეხვდნენ.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ივნისის სამრეწეველო პროდუქციის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ინდექსის ცვლილებამ, წინა თვესთან შედარებით, 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 12,3 პროცენტი შეადგინა.
2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთი მეორე ადგილზეა, პირველ და მესამე ადგილებს ტრადიციული მეზობლები - თურქეთი და რუსეთი - ინაწილებენ, ევროკავშირის წილმა კი ექსპორტში კვლავ 30 %-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა 132 ქვეყნიდან აღინიშნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ერთი უცხოელი ვიზიტორის მიერ დახარჯულმა თანხამ საშუალოდ 343 ამერიკული დოლარი შეადგინა.
კახეთში გლეხები ატმის რეალიზებას ვერ ახერხებენ. არის შემთხვევები, როცა ატამს ან მინიმალურ ფასში ყიდიან, ან ყრიან კიდეც.
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებები არ აღმოჩნდეს საზიანო ეკონომიკისთვის, მეორე მხრივ კი, ამავე გადაწყვეტილებებს საფუძვლად არ უნდა ედოს ცალკეული მსხვილი ბიზნესის ინტერესები.
19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი.
მიმდინარე კვირას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დეტალები გახდა ცნობილი.
ერთ კუბურ მეტრზე, დაახლოებით, ნახევარი თეთრი - ამ რაოდენობით გაეზარდა თბილისის მოსახლეობას გაზის მოხმარების ტარიფი.
გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა, - ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 %-ით გაიზარდა.
ჩამოტვირთე მეტი