„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით, - აღნიშნავენ „ომეგა ჯგუფში“.
ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას უკვე ორი კვირაა უშედეგოდ ითხოვენ.
100-მდე საჯარო დაწესებულებიდან მოგროვილი მონაცემის საფუძველზე ირკვევა, რომ ის თანხა, რომელსაც ადრე თანამდებობის პირები პრემია-დანამატების სახით იღებდნენ, ახლა ხელფასებად ერიცხებათ.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. იმისათვის რომ მშენებლობა დასაშვები გახდეს, სამშენებლო კომპანიამ ბათუმის მერიას მწვანე კონცხის სარეკრეაციო საკურორტო სტატუსის შეცვლა მოსთხოვა, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი ქალაქის საკრებულოს მწვანე კონცხისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭების წინადადებით მიმართა.
27 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მკვლევარი.
24 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.
ლაგოდეხში 150-ზე მეტი მეფუტკრე ფერმერია, თუმცა მათი უმრავლესობა პრობლემებსა და დარგის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებს უჩივის.
დააზარალებს ეკონომიკას; გაუძვირებს ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობას; ნენსკრა ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი გაჭირდება - ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მსოფლიო ბანკის „ფისკალური ხარჯებისა და ტარიფების ზემოქმედების შეფასება“.
იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებმა უარყვეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის წინადადება და აგრძელებენ გაფიცვას.
კახეთში 18 სექტემბერს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
ჩამოტვირთე მეტი