საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 17 პაციენტი
გასულ 24 საათში, საქართველოში 223-დან 240-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული ინფორმაცია 5 მაისს 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
სულ დადასტურებულია კორონავირუსის 604 შემთხვევა. მათგან 9 გარდაიცვალა. 240 უკვე გამოჯანმრთელებულია.
5 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4887 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 500.
რატომ გვყავს 70-ზე მეტი COVID-ინფიცირებული ექიმი და ექთანი?

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავისურით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან, კლინიკის ექიმები, მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით ინფიცირების ეს რიცხვი, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 12,7%-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით მე-9 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე აისახა. იუწყებიან, რომ გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.
3 მაისს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი.
წაიკითხეთ ასევე:
წყალტუბოს სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს COVID-19 დაუდგინდა
ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტში
ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილ მე-9 პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
TDI: ეპიდემიოლოგების რიტორიკა საზოგადოებაში ქსენოფობიურ განწყობებს აღვივებს
საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 8 კოვიდინფიცირებული რჩება. 7 გამოჯანმრთელებული კლინიკას დღეს დატოვებს
ინფიცირებული რუსთაველი ახალგაზრდის ოჯახის არც ერთ წევრს COVID-19 არ დაუდასტურდა
საქართველოში COVID-19-ის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს COVID-19 არ დაუდგინდა
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან.