მაგრამ ზოგიერთ ტერიტორიას, პირიქით, მეტროპოლიის შემადგელობაში დარჩენა ურჩევნია. ამის მაგალითია გიბრალტარი, ერთი ბეწო ტერიტორია პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში.
გიბრალტარი 300 წლის განმავლობაში იყო ბრიტანეთის კოლონია. ახლა მისი მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ლონდონი მათზე უარს იტყვის.
ერთ დროს ძლევამოსილი ბრიტანეთის იმპერია, რომელიც ფლობდა პლანეტის ერთ მესამედს, სადაც, როგორც ამბობდნენ, მზე არასოდეს ჩადიოდა, მე-20 საუკუნის შუაში დაიშალა.
მაგრამ ზოგიერთმა კოლონიამ, ახლა მათ ზღვისგაღმა ტერიტორიებს უწოდებენ, არ მოინდომა ბრიტანეთისგან გამოყოფა. ისე რომ დედამიწაზე მიმობნეულია ყოფილი იმპერიის ნარჩენები: მაგალითად, კაიმანის და ანგვილეს კუნძულები კარიბის ზღვაში თუ სამხრეთ ატლანტიკაში ფოლკლენდის კუნძულები, რომლის დაკავება სცადა არგენტინამ 1982 წელს. გეხსომებათ, ბრიტანეთმა თავისი საკუთრების დასაცავად არგეტინასთან ომი გააჩაღა.
1997 წელს კი ბრიტანეთმა წყნარად გადასცა ჩინეთს ჰოგკონგი, მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი მოსახლეობას სულაც არ ეხატებოდა გულზე კომუნისტურ მმართველობის ქვეშ გადასვლა და ხალხმრავალ დემონტრაციებსაც კი მართავდა.
ახლა ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი საკუთრების 30 ათასიანი მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის დამთავრდება იმით, რომ ესპანეთი დაამყარებს კონტროლს მათ ტერიტორიაზე, რომელიც, გაგეცინებათ, 5 კვ კმ-ია.
ბრიტანეთმა გიბრალტარი ესპანეთს 1704 წელს წაართვა. გიბრალტარი არის ძალიან ღრმა საზღვაო ნავსადგური და ცივი ომის დამთავრებამდე გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ იყო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა. გიბრალტარი, 400 მეტრის სიმაღლის სალ კლდეზე დგას, რის გამოც მისი მეორე სახელია როკი: ანუ კლდე. როკი ბრიტანელებს ხმელთაშუა ზღვის ატლანტიკის ოკეანეში შესასვლელის კონტროლის საშუალებას აძლევდა ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში.
ცივი ომის დამთავრების შემდეგ გიბრალტარმა, როგორც სამხედრო ბაზამ მნიშვნელობა დაკარგა. ახლა აქ ტურიზმი ყვავის, ეს არის საფინანსო ცენტრი, სადაც შეიძლება საიდუმლო საბანკო ანგარიშების გახსნადა გადასახადებისთვის თავის არიდება.
ბრიტანეთი აკონტროლებს გიბრალტარის საგარეო და თავდაცვით პოლიტიკას, ხოლო შიდა პრობლემები – განათლება, ჯანდაცვა, საბინაო სექტორი – ადგილობრივ არჩეული ხელისუფლების გამგებლობაშია.
საუკუნეთა განმავლობაში რჩებოდნენ გიბრალტარელები ბრიტანეთის იმპერიის ერთგულები. გადაიტანეს 14 სამხედრო ალყა. ყველა ლაპარაკობს ინგლისურად და თუმცა უმრავლესობამ ესპანურიც იცის, მათ საკუთარი ენაც გამოუმუშავდათ, ესპანურისა და ინგლისურის ნარევი, რომელსაც ისინი “ჯანიტოს” უწოდებენ.
ბრიტანეთის ახალი კანონების თანახმად, რომლებიც ძალაში მაისში შედის, ბრიტანეთის ტერიტორიების მაცხოვრებლებს მთელს მსოფლიოში,მათ შორის გიბლარატარელებს, ბრიტანეთის პასპორტის ქონა და გაერთიანებულ სამეფოში მუშაობის უფლება ექნებათ.
ესპანეთი ვერაოდეს ვერ შეურიგდა გიბრალტარის დაკარგვას. ალყაში აქცევდა როკს, ბოლო დროსაც კი. უკანასკნელად 1985 წელს, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდში. მადრიდი ახორციელებდა ეკონომიკურ ბლოკადას, აძნელებდა და შეუძლებელსაც კი ხდიდა გიბრალტარიდან ესპანეთში გადასვლას.
რამდენიმე ათეული წლის უმოძრაობის შემდეგ, შარშან ზაფხულში ბრიტანეთმა და ესპანეთმა გადაწყვიტეს მოლარაკებების განახლება, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასაბლეის რეზოლუცია მოითხოვს ბრიტანეთისაგან გიბრალტარის კოლონიური სატატუსის გაუქმებას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჯუსტინ მაკენზი-სმითმა თქვა, რომ ესპანეთს და ბრიტანეთს (ორივე ევროპის კავშირისა და ნატოს წევრებია) სურთ როკის საკითხის საბოლოოდ მოგვარება, ორ ქვეყანას შორის ეს არის ერთადერთი მოუგვარებული პრობლემა. მოსაგვარებელია პრაქტიკული საკითხები, მათ შორის საზღვრის გადაკვეთის და აეროპორტის პრობლემები.
მაკკენზი-სმითის თქმით, ბრიტანეთს სურს ყველა შესაძლებლობის გარჩევა: დარჩება ტერიტორია ბრიტანეთის მმათრველობის ქვეშ, მიიღებს დამოუკიდებლობას თუ ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის განაწილდება უფლებამოსილება.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელმა კი,თქვა, რომ ესპანეთის სურვილია ძალაუფლების განაწილება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა დამოუკიდებლობა. ესპანელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ შეთანხმება უნდა ასახავდეს გიბრალტარელების ნებას, რომელსაც ის ასე ახასიათებს: ”ორი დროშა, სამი ხმის ფორმულა.”
მაკკენზის-სმითის თქმით, ბრიტანეთი თვლის, რომ საჭიროა გიბრალტარის ტრადიციების შენარჩუნება. საბოლოო სიტყვა კი უნდა თქვან მოსახლეებმა რეფერენდუმში. წინა რეფერენდუმი 1967 წელს მოეწყო. უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა ესპანეთთან გაერთიანებაზე. ახლა გიბრალტარელები შიშობენ, რომ ბრიტანეთი ესპანეთისთვის მათ გადაცემას აპირებს. გიბრალტარის ხელისუფლების წარმომადგენელი ფრენსის კანტოსი ამბობს:
[კანტოსის ხმა] “გიბლარტარი უკვე 300 წელია ესპანეთს არ ეკუთვნისეს კი იმაზე მეტი დროა, რაც შეერთებული შტატები არსებობს. 300 წელია , ის ბრიტანეთისაა და 1704 წლის შემდეგ ბრიტანეთისავე მოდელით ვითარდება”.
მისი თქმით, თუმცა მადრიდი ფრანკოს შემდეგ დემოკრატიული ქვეყანა გახდა, გიბრალტარის მიმართ მისი პოლიტიკა არ შეცვლილა. საზღვრის გადაკვეთას, ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო, საათები და ზოგჯერ დღეები სჭირდება.
[კანტოსის ხმა] “ესპანეთმა, საკუთარი თავი, როგორც ჩანს, დემოკრატიად გარდაქმნა და ცხოვერბის ნებისმიერ სფეროში დაინახავთ, რომ ეს მართლაც ასეა. ავიღოთ პრესა, მთავრობა, პოლიცია… მაგრამ როგორც კი საქმე გიბრალტარს შეეხება, ისინი იმავე პრინციპებს იშველიებენ და ისევე მოქმედებენ, ფრანკო მოქმედებდა, ანუ: მნიშვნელობა არა აქვს რა სურს გიბრალტარის ხალხს. ჩვენი სურვილია ეს კლდე ესპანეთს დაუბრუნდეს, ეს მართლადც ერთად-ერთი სფეროა, სადაც ესპანეთი დიქტატორულად იქცევა და ანგარიშს არ უწევს ხალხის ნებას.”
გასულ კვირაში ბარსელონაში ევროპის კავშირის სამიტზე გიბრალტარის საკითხი განიხილეს. კავშირმა გადაწყვიტა ესპანეთთან ინტეგრაციისთვის როკს ფულადი დახმარება აღმოუჩინოს. გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა პეტერ კორუნამ უარყო ეს გარიგება, რომელიც, მისი თქმით, ხალხის ნება-სურვილს ეწინააღმდეგება: “გიბრალტარის სუვერენტიტეტი და ჩვენი ხალხის უფლებები და სურვილები არ იყიდება 35 მილიონ გირვანქად და არც სხვა რომელიმე თანხადო,” თქვა მან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბარსელონაში გაზეთ “ლა ვანგვუარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გიბრალტარელებს ეკუთვნის ბოლო სიტყვა, მაგრამ თქვა, რომ ესპანეთთან შეთანხმება აუცილებელია.
ორშაბათს 18 მარტს გიბრალტარის ადმინისტრაციის ეგიდით, დემონსტრაციები გაიმართა ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების წინააღმდეგ.
ევროპის კავშირი მოითხოვს, გარიგება მოხდეს ზაფხულამდე, როგორც ეს ადრე იყო დაპირებული.