საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის პასუხი პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო ჟურნალისტებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პროდუქცია საქართველოში არ დაბლოკილა და რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ, თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში. მანჯგალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა აღადგინოს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა და გახსნას ზემო ლარსის გამშვები პუნქტი.
პრეზიდენტი თავის განცხადებაში აფხაზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კრემლმა აფხაზეთში ავტონომიური ელემენტი ბოლომდე გააქრო და რუსეთის მიერ ამ კომედიის დადგმა ამორალურია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ მთავარია, ამ ეტაპზე შეწყდეს გატაცებები, უკანონო პატიმრობები, ახალი ბერლინის კედლის აღმართვა და მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დევნა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გუშინ ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე განაცხადა, რომ ზემო ლარსის გახსნისა და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელების საკითხებში დაბრკოლებებს ვერ ხედავს. მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.