Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ჯონათან პადიფუტი


18 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ჯონათან პადიფუტი, ”ქეა საერთაშორისო კავკასიის” დირექტორი. მან იალაპარაკა სიღარიბის მიზეზებზე საქართველოში. პადიფუტის თქმით, თუკი სხვა ქვეყნებში მოსახლეობის ისეთი ჯგუფი, როგორიც ეთნიკური უმცირესობაა, შეიძლება იყოს ძირითად მოსახლეობაზე ღარიბი, საქართველოში სხვა თავისებურება იჩენს თავს - აქ სიღარივე დამახასიათებელია დევნილთა ჯგუფებისთვის და აგრეთვე გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ჯონათან პადიფუტის აზრით, სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან დოვლათის წარმოება არ უნდა იყოს კონცენტრირებული დიდ ქალაქებში. ”ქეა საერთაშორისო კავკასიის” დირექტორის აზრით, სოფლის მეურნეობაში ინვესტირება და ამ სფეროს სწორად სუბსიდირება ძალიან შედეგიანი შეიძლება იყოს.
XS
SM
MD
LG