Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში ვერტმფრენი ჩამოვარდა


ვერტმფრენმა, რომელიც სოფელ ლაითურში ე.წ. ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს აწარმოებდა, გაურკვეველი მიზეზების გამო კატასტროფა განიცადა. ავარიის შედეგად დაშავდა პილოტი, რომლის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ვერტმფრენში პილოტის გარდა არავინ იმყოფებოდა. ვერტმფრენი სოფელ ლაითურში მდინარესთან ახლოს, ხეებში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრენი აპარატი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG