ონლაინ შეხვედრის დროს „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სწრაფად დაასრულოს ირანთან ომი და აღნიშნეს, რომ რა შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ Axios იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შოჰამში დიდი ხანძარი გაჩნდა ირანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებულ შენობაში. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, გაურკვეველია, ხანძარი ჩაჭერილი რაკეტის ნამსხვრევებმა გამოიწვია თუ კასეტურმა საბრძოლო ჭურვმა.
ერაყში დაიღუპა აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავ KC-135-ის ეკიპაჟის 4 წევრი. ამ ტიპის თვითმფრინავებიდან ხდება საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით შევსება.
ფორუმი