Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ მესი და რონალდუ + ბუფონი


მარცხნიდან: ლიონელ მესი, ჯანლუიჯი ბუფონი, კრიშტიანუ რონალდუ
მარცხნიდან: ლიონელ მესი, ჯანლუიჯი ბუფონი, კრიშტიანუ რონალდუ

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, გამოაქვეყნა იმ სამი მოთამაშის გვარები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესენი არიან (ანბანის მიხედვით) ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, ტურინის „იუვენტუსი“), ლიონელ მესი (არგენტინა, ესპანეთის „ბარსელონა“ და კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ესპანეთის „რეალი“, მადრიდი). ლაურეატის ვინაობა ცნობილი გახდება 24 აგვისტოს, მონტე-კარლოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის ცერემონიის მსვლელობაში.

საუკეთესოთა სამეული შეარჩია ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების ჯგუფური ეტაპის მონაწილე 80 კლუბის მწვრთნელები და უეფას წევრი 55 ეროვნული ფედერაციის სპორტული ჟურნალისტები (ყოველი ქვეყნიდან - თითო ჟურნალისტი). ჟიურიში საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე.

ქალთა შორის ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტთა სამეული ასეთია: პერნილ ჰარდერი (დანია),ჯენიფერ მაროშანი (გერმანია) და ლიკე მარტენსი (ჰოლანდია).

XS
SM
MD
LG