Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჰამბურგში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

პარასკევს, 6 ივლისს, ჰამბურგში, დიდი ოცეულის მსოფლიო ლიდერთა სამიტის წინ შეტაკება მოხდა პოლიციასა და ანტიკაპიტალისტთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის. უსაფრთხოების სამსახურებმა წყლის ჭავლი და პილპილის ხსნარი გამოიყენეს აქციის მონაწილეთა დასაშლელად, რომელთაგან ზოდი ისროდა ბოთლებს, ამსხვრევდა ფანჯრებს და ცეცხლს უკიდებდა მანქანებს. დაშავებულია დაახლოებით 75 პოლიციელი, ასევე რამდენიმე დემონსტრანტი. მარშის ავანგარდში იყო შავებში ჩაცმული ანარქისტული ჯგუფი, რომლის წევრებსაც ხელში ეჭირათ პლაკატი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დემონსტრანტთა რაოდენობა 13,000-ს აღწევდა, თუმცა უფრო დიდ დემონსტრაციებს ელოდებიან, როცა 7 ივლისს, დიდი ოცეულის ლიდერები სამიტისთვის შეიკრიბებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG