რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ დასაქმებული გარემოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი უკმაყოფილება გამოიწვია მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წუხელ მოვაჭრეთა დახლების აღებამ და მათთვის გარევაჭრობის აკრძალვამ.
გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოძრავი კერძო მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები, ასევე ენგურის ხიდზე მომუშავე ოთხთვალა ურმების მეპატრონეები დღეს დილიდან გაიფიცნენ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული შვიდი თანამშრომელი ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
საკრებულოს უმრავლესობამ, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურების შესახებ პირველი იანვრიდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასი გაეზარდოს.
ქალაქის შუაგულში 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ბაღში ეკალ-ბარდები ხარობს. დაავადებისგან გამხმარია კოლხური ბზის დიდი ნაწილი, გასხვლას საჭიროებს ხე-მცენარეები.
ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან მიმდინარე წლის თებერვალში გათავისუფლებული თანამშრომლის, ელზა ზოდელავას, სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საფეხბურთო გუნდის გაყიდვაზე ნებართვის გაცემის საკითხმა.
2018 წლიდან ზუგდიდში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ახალი პროექტი ამუშავდება.
ზუგდიდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივებზე, ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე არასამთავრობო სექტორის მუშაობის შედეგებსა და მნიშვნელობაზე დისკუსია მოეწყო.
ზუგდიდის ახალ დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 320 ოჯახი ცხოვრობს, კვლავ უკმაყოფილების საგნად რჩება სასმელი წყლის ხარისხი და მისი მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შენობების ნაწილს პანდუსები გაუკეთდა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე გადასასვლელი მოეწყო, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გადაადგილება კვლავ პრობლემას წარმოადგენს.
რვათვიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხე დატოვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულმა არჩიკო როგავამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ამჟამად მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ.
ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფაქტებზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა შეხვედრებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და პოზიტიური მოლოდინი გამართლდა.
„დაიცავი ჩვენი შრომა“, „სტერეოტიპი კლავს“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „ნუ გაჩუმდები“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გააპროტესტეს არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობა.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში საბაზისო სკოლის დახურვის შემდეგ მასწავლებელთა ნაწილი უმუშევარი რჩება.
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც 46 წევრი დაესწრო, ოთხ საათს გაგრძელდა. 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა წოწერია, ხოლო მის მოადგილეებად - ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარტვილის თვითმმართველ თემში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ლიდერობს.
ჩამოტვირთე მეტი