რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ხობი სტიქიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტად დააზარალა.
წალენჯიხის სოფელ ჭალეს თემის, ენწერფედის, მცხოვრებლები სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
ჯგუფს ბაღში უკვე შეტანილი აქვს წყლის მილები და ინერტული მასალა, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცა.
დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების საჩინოსა და მედანის მოსახლეობა ცენტრალური გზის შეკეთებასა და წყლის სისტემის დამონტაჟებას ითხოვს.
საქართველოს დიდ ქალაქებში გრძელდება უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის პროცესი.
გალში თითქმის ხუთ საათს გასტანა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში მორიგმა შეხვედრამ.
სენაკში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლაში, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული სოხუმელი კაპრალის, თემურ ბოკუჩავას, სახელს ატარებს, უკვე მესამე წელია აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ოქმს გაასაჩივრებს, როგორც კი ის გამოქვეყნდება. ეს განცხადება ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ წინადადება მოიწონეს, პროცედურული ხარვეზებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა საკრებულოს მიერ 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.
ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეთა ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მოიწონეს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქისა და თემის კვლავ გაერთიანების შესახებ.
ზუგდიდში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდისა და თემის საკრებულოებს მოუწოდებს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გამართონ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული რვა თანამშრომლის ინტერესებს იცავს, აპირებს გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15 მაისის გადაწყვეტილება.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას მხოლოდ ფორმალურად ერქვა საყოველთაო-სახალხო განხილვა.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა და შეაჯამა პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და ძირითადად პირადი კომფორტისთვის იყენებს.
Gem Fest 2017-ის ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ანაკლია-განმუხურში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და გაუმჯობესებულ სერვისს ჰპირდებიან.
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები არვენლოდ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ერთი კვირაა, რაც საკუთარ ყანაში ვერ შედიან. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრედ მცხოვრებთა 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი რუსმა სამხედროებმა მიითვისეს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თოდუა, თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 250 ლარის გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ჩამოტვირთე მეტი