რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაადასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ცნობა, რომ 20 დღის წინ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მამა-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დედაქალაქის მსგავსად, გარემოს დაბინძურებაზე მოქალაქეების დაჯარიმება, შესაძლოა, ქალაქ ზუგდიდშიც დაწესდეს.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა სამეგრელოში წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები დააზარალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბენატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფები მუშაობენ ინფრასტრუქტურული ზიანის აღდგენაზე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრად წოდებული ციხე-გოჯის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დაიწყო.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები მოისმინეს.
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზუგდიდის სოფელ რიყის მკვიდრი მამა-შვილის ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდზე მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი - გია წურწუმია და სოფიკო შალამბერიძე - მოკლეს. როგორც რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტები განმარტავენ, ცოლ-ქმარი მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარწმუნებული არიან, რომ ჩხოროწყუს, რომელიც დაბის სტატუსს ატარებს, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ მთავრობა ქალაქის სტატუსს მიანიჭებს.
რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი მეორე დღეა დე ფაქტო რესპუბლიკის იზოლატორში იმყოფება. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ ბრლად.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიიღო კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები ე.წ. „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.
თვითმმართველობებში კვლავ დაგეგმილ რეფორმას, რომელზეც მმართველ გუნდში მსჯელობა აქტიურად დაიწყო, ზუგდიდში მეტწილად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ზუგდიდში ლაღიძის ქუჩისა და ფოთში ახალი რაიონის დევნილთა დასახლებებში არსებული სამშენებლო ხარვეზების, ამით შექმნილი ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს შესახებ და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში.
დეპუტატთა ხმების უმრავლესობით აღნიშნულ პოზიციაზე საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნატალია შეროზია აირჩიეს.
სავიზო ლიბერალიზაციის აღსანიშნავად ზუგდიდში, ისევე როგორც სამეგრელოს სხვა დიდ ქალაქებში, ევროკავშირის დროშები გამოფინეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.
ლტოლვილთა სამინისტრომ 144 დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას მიიღებენ.
ჯერ დაზუსტებული არ არის, როდის დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების პროცესი.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა გამოაქვეყნა კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებ.
სენაკში, ყოფილი მეხუთე ტრესტის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
ჩამოტვირთე მეტი