ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
26 ივნისს, რუსეთის არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული პოლკის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური ივან „ბრესტი“, ივან მარჩუკი, რომელიც სხვა ბელარუს მოხალისეებთან ერთად 2014 წლიდან იცავდა უკრაინის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
3 ივლისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება 2014 წლიდან აკონტროლებდა.
მოსკოვის წინააღმდეგობის გამო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 1 ივლისიდან ხურავს პროექტების კოორდინატორის ოფისს უკრაინაში.
2010 წლის შემდეგ პირველად, ალიანსის განახლებული სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება - ნატოს მადრიდის სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილება იყო.
უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება, აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ძალების გაზრდა და გაფართოების პოლიტიკის ერთგულების დადასტურება იქნება ნატოს 28-30 ივნისს მადრიდის სამიტის მთავარი საკითხები.
ბელარუსის არმია უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ომში არ მონაწილეობს, მაგრამ ომის პირველ ეტაპზე სწორედ ბელარუსის ტერიტორიის გავლით ახორციელებდა უკრაინაზე შეტევას რუსეთის ჯარი, რომელიც ამჟამადაც ბელარუსის ტერიტორიიდან უშენს რაკეტებს უკრაინის არმიის პოზიციებს.
18 ივნისს ლიეტუვის მიერ რუსული ტვირთების კალინინგრადის გავლით ტრანზიტის აკრძალვის პასუხად, რუსეთის საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს ლიეტუვის ელჩი, მარკუს ედერერი.
20 ივნისს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის მიერ 2014 წელს მიტაცებული კომპანია „ჩერნომორნეფტოგაზის“ უკრაინის კუთვნილი ჭაბურღილის კოშკები.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება ფორმალურად გზას უხსნის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ მოლდოვასა და უკრაინას. 17 ივნისის გადაწყვეტილებას ორივე ქვეყანაში უწოდეს „დიდ ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი დაახლოებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“.
ბრიუსელის სამიტამდე 8 დღით ადრე, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ ვის მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ევროპული საბჭო. იქნებიან ეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ე.წ. ასოცირებული ტრიო - სამივე ერთად? გამოარჩევენ საქართველოს? რას იტყვიან სტატუსის მომლოდინე ბალკანეთის ქვეყნებზე?
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი „აზოვი“, რომელმაც რუსეთის არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დიდი დანაკარგი განიცადა, აცხადებს, რომ ქვედანაყოფი ცოცხალია და მზად არის, როგორც 8 წლის წინ, ოკუპანტებისგან კვლავაც გაათავისუფლოს ქალაქი მარიუპოლი.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად ჩეჩნეთიდან 8000-ზე მეტი ადამიანი გაიგზავნა.
უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის 103-ე დღეს საომარი დაპირისპირების მთავარ კერას წარმოადგენს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი, სადაც უკრაინის დამცველები ყველა ქუჩისთვის ხელჩართულ, მძიმე და უთანასწორო ბრძოლებს აწარმოებენ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან.
ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე გიორგი ქუფარაშვილი პოლკ „აზოვის“ ინსტრუქტორი, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა.
ჩამოტვირთე მეტი