ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
გენერალი ჯოზეფ დანფორდი შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინს და აღუთქვა, რომ „აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დაიცვას აშშ და მისი მოკავშირეები“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საკონტინენტთაშორისო სარაკეტო თავდასხმის საფრთხისაგან.
ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გახდა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის ფაქტობრივად განადგურების მიზეზი.
აშშ-ის მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში დიდი მღელვარება გამოიწვია ვაშინგტონის თავზე რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების კუთვნილი ტუ 154 ტიპის თვითმფრინავის გამოჩენამ.
დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთ, ნაკლებად შესწავლილ, ეპიზოდზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც იმედგაცრუებულია ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შექმნილი ჩიხური ვითარებით.
„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამ და სხვა სიტყვების ექო დიდხანს დარჩება საქართველოში.
სამხედრო წვრთნა, მით უფრო ფართომასშტაბიანი, რომელსაც არ აქვს საკუთარი ლეგენდა, წარმოსახული მოწინააღმდეგე, მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანითა და იმის გააზრებით, თუ როგორ გააგრძელებენ შემდგომში კოორდინაციას გაწვრთნილი ქვედანაყოფები, არის წმინდა წყლის სამხედრო-პოლიტიკური შოუ.
აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი ძლიერი პროტესტითა და იმედგაცრუებით შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ვაშინგტონს შეამციროს დიპლომატების რიცხვი რუსეთში.
საქართველოში უპრეცედენტო მხარდაჭერად შეფასდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დიდი უმრავლესობით მიღებული ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები მალე ახალი აქციის მოწყობას აპირებენ საოკუპაციო ხაზის ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე, სადაც აქტივისტებმა 25 ივლისიდან დაიწყეს სამოქალაქო პატრულირება.
პოლონეთში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმ სამი სადავოდ ქცეული საკანონმდებლო შესწორებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, დანარჩენ ორს კი ვეტო დაადო.
თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთსა და პაკისტანში მოწყობილ თავდასხმებზე, რასაც ათეულობით კაცი შეეწირა. 24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა ხელთ იგდეს კიდევ ორი რაიონი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ავღანეთში.
დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში გამოჩნდნენ მობილობა-ორიენტაციის ინსტრუქტორები. ეს ის ხალხია, ვინც უსინათლოებსა და მცირემხედველებს სივრცეში ორიენტირებაში ეხმარება, ასწავლის დამოუკიდებლად გადაადგილებას.
უკრაინის დედაქალაქში გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე, რომელიც ერთი წლის წინ მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, ხსოვნას მიეძღვნა, საქმის გახსნა და შემკვეთების დასჯა მოითხოვეს.
პრინციპით „მეტი მეტის წილ“ საქართველო ევროკავშირისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც გადანაწილდება განათლების სფეროს, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიურ უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ ახალ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცხრა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა და შემდეგ ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა იგეგმება.
სეპარატისტების მიერ წლების წინ წამოყენებული და მალევე დასამარებული იდეა კიევის კონტროლიდან დროებით გამოსული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე „ნოვოროსიის“ შექმნისა 18 ივლისს ჩაანაცვლა „მალოროსიის“ იდეამ.
უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავიწყებთ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, სადაც დონალდ ტრამპმა ორი დღე დაყო და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, 14 ივლისს, მონაწილეობა მიიღო ბასტილიის აღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი.
რატომ უყურებენ შორიდან ევროპელი დამკვირვებლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღმართულ უკანონო ბანერებს და ვინ არის "მთავარი ვიოლინო" ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე?
ჩამოტვირთე მეტი