პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მომავალ არჩევნებში გამარჯვებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. ლონდონში მყოფმა მუშარაფმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე რადიო თავისუფლებას სატელეფონო ინტერვიუში უამბო.
რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობა დაასრულა. ერთობლივი პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფებმა სამი თვის განმავლობაში შექმნეს, 4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს წარუდგინეს.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგი შეათანხმეს.
4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი. მან ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის სპეციფიკაზე ილაპარაკა. თავდგირიძე შეეხო ავღანეთში არსებული ვითარების არაერთ კომპონენტს.
„თავდაცვის უწყებისგან ინფორმაციის გაუვრცელებლობა და ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული დუმილი სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ასაზრდოებს“, - ნთქვამია საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია იმარჯვებს. ბიულეტენების დათვლის ბოლო შედეგების თანახმად პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსის ბლოკ „ერთობას“ ამომრჩეველთა 30 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში უკვე 5 სამხედრო დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, საქართველოს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ მისიის გაგრძელების საკითხი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომის დღე 2 ოქტომბერს საპროტესტო აქციით აღნიშნა. დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის პრობლემები, რომლებიც სათავეს გაუმართავი შრომითი კოდექსიდან იღებს.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წელს მიღებული კანონი, რომელიც პარლამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას დაემტკიცებინა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი.
პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პლენარულ სხდომას წინ უსწრებდა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შედეგიანი კონსულტაცია. სხდომის პარალელურად პარლამენტის წინ გაიმართა საზოგადოების ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია
საქართველოს ხელისუფლებამ მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების მორიგი მსხვერპლის გამო, თუმცა თბილისის მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ქართული მისია ავღანეთში გაგრძელდეს უცვლელად საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობის გახსნა.
ჩამოტვირთე მეტი