20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თეა წულუკიანი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე.
19 ოქტომბერს განხორციელებულმა ტერაქტმა, რომლის დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაიჭრა, ანალიტიკოსების აზრით, დაამსხვრია კრემლის მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნეთი ჩრდილოკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მართული და მშვიდი რესპუბლიკაა.
ჩეჩნეთში, რესპუბლიკის პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ტერაქტისა და ორმხრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 17-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქებაში, რომელიც 19 ოქტომბერს დილით მოხდა, ოთხი მეამბოხე მონაწილეობდა.
ორწლიანი ოკუპაციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საჩხერის რაიონის სოფელ პერევში შევიდნენ. მოგვიანებით სოფელში პატრულირება დაიწყეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც.
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ზღვისპირა საკურორტო ქალაქ დოვილში დასრულდა სამიტი საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის - ლიდერების მონაწილეობით. სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოც ახსენეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლებამ პირობა უნდა დადოს, რომ ძალას არ გამოიყენებს".
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხელისუფლების ტყუილია. გიორგი ახვლედიანი ამ სარეზერვო ფონდებს ჯიბის ფულს უწოდებს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მართალია, ოფიციალურად არ აღიარებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობს, მაგრამ რუსი სასულიერო პირები დე ფაქტო რესპუბლიკას ყურადღებას არ აკლებენ.
საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი სესიაშვილი, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” ხელძღვანელი. მან ჩამოთვალა ოთხი მიზეზი, რომელთა ერთობლიობამაც საჩხერის რაიონის სოფლის დეოკუპაცია განაპირობა.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპატრამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რუსეთის სამხედრო წარმოადგენლები სოფელ პერევიდან გავიდნენ. იუწყებიან ასევე, რომ სოფელში სრული სიმშვიდეა.
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი მოსკოვის შემდეგ მინსკში ჩავიდა და ბელორუს კოლეგას ალექსანდრ ლუკაშენკოს განუსაზღვრელი რაოდენობით ნავთობის მიწოდება აღუთქვა. გარიგება, სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარი ეღირება და იგი არა მხოლოდ ვენესუელის ნავთობის ექსპორტს გაზრდის.
რუსი ოკუპანტები საკმაოდ ნელი ტემპით ტოვებენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებულ სოფელ პერევს. მოსკოვის მიერ 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის ფარგლებში გახმაურებული დაპირების შესრულება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეათეულ-მეტრიანი უკანდახევით ვლინდება.
ჩამოტვირთე მეტი