15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი. კონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო დასკვნაზე მსჯელობდა ვენეციის კომისიაც.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქორწილებში და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე იარაღიდან სროლის აკრძალვას მოითხოვს. მისი თქმით, დიდ პრობლემად რჩება მოსახლეობაში დაურეგისტრირებელი უკანონო იარაღის არსებობა.
მოსკოვის გადაწყვეტილებას - გაიყვანოს თავისი მესაზღვრეები საჩხერის რაიონიდან და გაათავისუფლოს ოკუპირებული პერევი - არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ზოგს მიაჩნია, რომ მოსკოვის დაპირების შესრულებამდე შეფასებების გაკეთება ნაადრევია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ დაადასტურა ცნობა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე გაკეთებული განცხადებით, რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებენ.
გასულ კვირაში ბერლინში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ევროპის აღმოსავლეთი: ევროპის პოლიტიკა მისი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ“. კონფერენციაზე, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა მოაწყო, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენდა.
ირანის პრეზიდენტი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საზღვართან მდებარე ლიბანის ფრონტისპირა ქალაქებში ჩავიდა. მანამდე, 13 ოქტომბერს, აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ ებრაელთა სახელმწიფო მალე შეწყვეტს არსებობას.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ სოფელ პერევს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კოსოვოში შეხვედრით ამთავრებს მოგზაურობას ბალკანეთში. პრიშტინაში ჩასვლამდე კლინტონი არწმუნებდა სერბიის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს, კოსოვოსთან მოლაპარაკება დაეწყო.
ბიშკეკში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო და ხმების გადათვლა მოითხოვა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 10 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი. მან იმ ბრძანებულებაზე ილაპარაკა, რომლის თანახმადაც, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ.
„კონფლიქტის მოგვარების მომავალს დასავლეთი საზღვრებს მიღმა თანამშრომლობაში ხედავს“ - ასეთია სახელწოდება ორდღიანი კონფერენციისა, რომელსაც ბიოლის ფონდმა უმასპინძლა და რომელიც ფინეთის მხარემ დააფინანსა. რას გულისხმობს ’თანამშრომლობა საზღვრებს მიღმა’?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია და ცვლილებები დაჩქარებული წესით, საზოგადოებისგან მალულად, პირველი მოსმენის გარეშე მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი