გასული კვირის ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის - „მე-9 არხისა“ - და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ის“ ფლობაზე უარს აცხადებს.
პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას 3-4 წელიწადში შეძლებს, თუმცა ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება პოლიტიკურ თანამდებობაზე.
მიმდინარე კვირაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებას, რომელსაც სირიის მმართველ რეჟიმს უყენებენ, გაეროს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატი წარმოადგინა.
ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე მცირეწლოვან შვილთან და თანასოფლელთან ერთად წითელუბნისა და ხურვალეთის გზაზე შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს.
სახალხო აჯანყებებმა, რომლებიც ორი წლის წინ მოედო ლიბიას, ტუნისს, სირიასა და ეგვიპტეს, მოქალაქეებს ვერ მოუტანა დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პენტაგონში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის სფეროს პირველი პირები.
სირიის სამთავრობო ძალები განაგრძობენ დამასკის იმ უბნის დაბომბვას, სადაც, ოპოზიციური ძალების თქმით, ოთხშაბათს ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა.
სირიის მთავრობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, ასადის რეჟიმმა დამასკის გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე იერიშის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენაო.
რადიო თავისუფლების სტუმარმა ილაპარაკა პრეზიდენტის მიერ ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის მქონე პირთა შეწყალების ინიციატივაზე.
სამშაბათს პაკისტანის სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ყოფილ სამხედრო მმართველს ფერვეზ მუშარაფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეზე.
მოსკოვსა და კიევს შორის საკუთარი პოზიციების დასაცავად დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო დაძაბა იმ დოკუმენტის პუბლიკაციამ, რომელიც მიჩნეულია კრემლის გეგმად, თავიდან აიცილოს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია.
ჩამოტვირთე მეტი