რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ სიტუაციის ესკალაციაში ქალაქ დონეცკში, სადაც აქტივისტების დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
სპეციალური საშვის უქონლობის მიზეზით, რუსეთის სამხედროებმა 13 მარტს 15 მოზარდი ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში არ გადმოუშვეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის სოხუმში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ პროექტების განხორციელების მიზნით, გაერო აფხაზეთს 15 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.
გამოქვეყნდა 2014 წლის მსოფლიო რუკა, რომელიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, იზრდება ქალების პოლიტიკაში ჩართულობის ტენდენცია.
ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ინდექსის გამოკვლევის თანაავტორებს უმასპინძლა.
გორის მერობის ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელმა საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
რუსეთის სამხედრო ბაზები ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე
ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ რუსეთში მეორედ გამოჩნდა, არალეგიტიმური უწოდა 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
ცნობები აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების გაუჩინარების შესახებ ვრცელდება უკრაინის გარშემო დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების გამწვავების ფონზე.
ყირიმის პრომოსკოვურად განწყობილი ლიდერები ცდილობენ ნახევარკუნძული უკრაინას ჩამოაშორონ - ასეთ ფონზე, ყირიმელი თათრების ლიდერებმა მხარდაჭერისთვის მიმართეს თურქეთს.
ჩამოტვირთე მეტი