მოსკოვმა დაასრულა ყირიმის რუსეთის ნაწილად ქცევის პროცესი. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმა.
ჯონ კერი ყირიმის კრიზისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არავის მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს.
ერგნეთში ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის ერთის ნაცვლად ორი კარავი გაიშალა. პირველ კარავში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა, მეორე კარავი კი ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი.
ევროკავშირი აჩქარდა და მიიღო გადაწყვეტილება, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწეროს ხელს.
ტემპმა და სიიოლემ, რომლითაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება შეძლო, ბევრი გააკვირვა. მაგრამ ამ მოვლენას წინ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფორმირებული ფაქტორები უძღოდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხუთშაბათს საგანგებო სხდომაზე რუსეთის ფედერაციასთან ყირიმის მიერთების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო თანამდებობიდან დაეთხოვა საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე. მისი გადადგომის საკითხის ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.
ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პასპორტების გაცემა დაიწყო. ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახური ავრცელებს. როგორია რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
კრემლში გაფორმებული შეთანხმება კანონიერად ცნო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ.
რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის მიერთებამ ცხინვალის პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებში გააჩინა იმედი, რომ ეს პრეცედენტი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკისთვისაც.
მარგველაშვილმა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, თავი აარიდა საჯარო განმარტებებს. მან თქვა, რომ კრიტიკა უსიამოვნო მოსასმენია იმ ადამიანისგან, ვისი მოსაზრებებიც მისთვის ფასეულია.
ჩამოტვირთე მეტი