საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოები ჩართული არიან საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემაში.
ყირიმში რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელ სამხედროებს. არსენი იაცენიუკმა მომხდარს „სამხედრო დანაშაული“ უწოდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 მარტს გააკეთეს განცხადება, რომელშიც ძალიან მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მოქმედება უკრაინაში.
ყირიმი რომ რუსეთის ხელში იარაღად გადაიქცეოდა უკრაინის წინააღმდეგ, ბევრმა მიმომხილველმა იწინასწარმეტყველა. მოსკოვი ცდილობს ნახევარკუნძულს სამართლებრივად, რეფერენდუმისა და თავისი კანონების საშუალებითაც დაეპატრონოს.
ყირიმში ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელის მიმართ სანქციები დააწესა.
საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობენ 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას გმობენ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიებიც.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კვლევითი ცენტრის - „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსფრთხოების საკითხებზე“ - წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე.
გრძელდება კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომლის მიზანია მკაცრი რეგულაციით შეიზღუდოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბები.
უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის გამო ევროპა და აშშ აპირებენ, გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთს.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ სიტუაციის ესკალაციაში ქალაქ დონეცკში, სადაც აქტივისტების დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
სპეციალური საშვის უქონლობის მიზეზით, რუსეთის სამხედროებმა 13 მარტს 15 მოზარდი ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში არ გადმოუშვეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, გაიზარდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა.
ჩამოტვირთე მეტი