გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანთა პაუერი რუსეთს უწინასწარმეტყველებს „გაცილებით უფრო ღრმა პოლიტიკურსა და ეკონომიკურ იზოლაციას“.
ამ კვირაში საქართველოს სტუმრობდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ოპოზიციური მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი (ფრაქცია კავშირი 90/მწვანეები) მარილუიზე ბეკი.
საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის საგანგებო დავალებათა ელჩები.
74 მომხრე, 0 წინააღმდეგი - 6 მარტს ამ შედეგით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
უკრაინის მიმართ პუტინის აგრესიულ ქმედებას მთელ მსოფლიოში აანალიზებენ და ცდილობენ გაარკვიონ, ეს რუსეთის პრეზიდენტის გათვლილი ნაბიჯებია თუ მისი, მართლაც, როგორც არაერთი ფიქრობს, ფსიქიკური გაუწონასწორებლობის შედეგი.
კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედიით გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ყალბია, ისინი ეყრდნობიან საეჭვო წყაროებს, თუმცა რუსი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამ დეზინფორმაციას იმეორებენ.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მოხერხდება თუ არა კონსენსუსის მიღწევა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტს ჰქონდა დაგეგმილი.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარი განეთავსებინა ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ტერიტორიაზე, საერთაშორისო აღშფოთება მოჰყვა.
უკრაინის კრიზისს თან ახლავს, ამერიკულ დოლართან შედარებით, რუსეთის რუბლის კურსის რეკორდული ვარდნა, ფასიანი ქაღალდების გაუფასურება რუსეთის ბირჟაზე.
უკრაინაში ჯერ არ არსებობს რუსეთის ჯარების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სამშაბათს წარმოთქვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მთელი ყურადღება ამ ბოლო ხანებში მიპყრობილია უკრაინისკენ, რომელიც რუსეთის აგრესიის მორიგი სამიზნეა, უყურადღებოდ არც საქართველო რჩება.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისწესრიგზე მუშაობას მარტის ბოლოსთვის დაასრულებს.
ჩამოტვირთე მეტი