18 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. მან ილაპარაკა გამოძიებაზე, რომელიც ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ალექსანდრე ელისაშვილი რამდენჯერმე დაიკითხა.