„პუტინი მარტოსული, ძალიან უბედური და ღრმად იზოლირებული ადამიანია, რომელსაც ფიზიკური სიბერის შიშიც აქვს“ - ბენ ჯუდა, რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფი
5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 6 მარტს გამოვიდა ე.წ. პოლიციის სპეციალური გამანაწილებლიდან, სადაც კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის გამო იმყოფებოდა.
გასულ კვირას მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაატაროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ქმედებად აფასებს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საუდის არაბეთში შეხვედრა გამართა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
2 000 სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ძალების მასშტაბურ სწავლებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და საყოველთაო კონსულტაციების პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს ევროკავშირის განზრახვას, გადასინჯოს სამეზობლო პოლიტიკა.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო დავით სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საბრძოლო იარაღი მიაწოდოს უკრაინას.
ბენ ჰოჯესის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ რუსეთის ათასობით სამხედროს შორის არიან სამხედრო კონსულტანტები, იარაღის მომსახურე პერსონალი, ბრძოლებში მონაწილე ჯარისკაცები.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გახმაურებულმა მიდგომამ, რომ ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში.
ჩამოტვირთე მეტი