აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 9 მარტს ვაშინგტონში მასპინძლობს ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს. შეხვედრა თბილისის დროით შუაღამისას დაიწყება.
რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ გაფორმებას მიმდინარე კვირაში ელოდებიან.
უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართ ყურადღების არმოდუნების ნიშნად, 8–10 მარტს თბილისს ეუთოს გენერალური მდივანი სტუმრობს.
პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს.
ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ქალი წარმომადგენლები სახალხო დიპლომატიის დახმარებით კონფლიქტის მოგვარებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ ზუგდიდში.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი რამაზ ლომინაძე.
საქართველოს მთავრობა ლარის გადარჩენას ცდილობს.
„პუტინი მარტოსული, ძალიან უბედური და ღრმად იზოლირებული ადამიანია, რომელსაც ფიზიკური სიბერის შიშიც აქვს“ - ბენ ჯუდა, რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფი
5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 6 მარტს გამოვიდა ე.წ. პოლიციის სპეციალური გამანაწილებლიდან, სადაც კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის გამო იმყოფებოდა.
გასულ კვირას მოსკოვში ქართველი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. დიალოგის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაატაროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ქმედებად აფასებს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებს.
ჩამოტვირთე მეტი