ლაგოდეხის მერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ახალი დირექტორის დანიშვნა დროებით აეკრძალა. განჩინება მოსამართლემ, ცენტრის ყოფილი დირექტორის ნუნუ ნოზაძის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთის ფედერაციას სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
პასუხად კოლექტიური დასავლეთისა, რომელიც რუსეთს სანქციებით ემუქრება უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, მოსკოვმა თავის მხრივ შეიმუშავა რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უთხრა.
"ნუ ჩავებღაუჭებით ნურაფერს - ნურც ოპოზიცია რაღაც აკვიატებულ იდეებს და ნურც ხელისუფლება - სკამს! მოდით, ვთქვათ, რომ იმან გადაწყვიტოს, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, ოღონდ, მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთოს სამართლიანად, წესიერ გარემოში" - აცხადებს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი.
„არა თუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ“, - ეს სიტყვები „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ეკუთვნის.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მამუკა ჩხიკვაძის ნათესავებს უკვე დაუკავშირდნენ და ცხინვალის იზოლატორში მათ მიერ დაწერილი წერილიც წაიღეს. წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის იზოლატორსა და ციხეში პატიმრების მონახულების საშუალება აქვს.
"საქართველოს დელეგაციისთვის ეს არ იქნება მარტივი სამიტი", - ასე ფიქრობს "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ის მიმოიხილავს როგორც საკუთრივ სამიტის კონტექსტს, აგრეთვე რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე ჭიდილის უმთავრეს საკითხებს.
ISFED-ის დირექტორი, ნინო დოლიძე "ქართული ოცნების" წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურება: "შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ პარტიებს ემსჯელათ და კონსენსუსის საფუძველზე მხარი დაეჭირათ ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევისთვის. ...ეს ინიციატივა არც კი ყოფილა განხილული".
ჩამოტვირთე მეტი