კიევში მშვიდად შეხვდნენ მოსკოვის მუქარას - მათ შორის, კიევში მდებარე ადმინისტრაციული შენობების დაბომბვასთან დაკავშირებით. „ყველაფრისთვის ვართ მზად“ - ასეთია კიევის პასუხი და იქვეა მინიშნებაც, რომ - დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება.
რუსეთმა უკვე მესამე ომი დაიწყო უკანასკნელ 14 წელიწადში. მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტის შევსება ამორალურია. თუმცა, ეკონომისტების აზრით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსული პროდუქციის ბოიკოტს უბრალოდ ვერ გასწვდება.
13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლის ალყაში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა, შეძლეს ალყის გარღვევა და პოლკ „აზოვთან“ შეერთება.
კრემლი ჯერჯერობით უარს ამბობს პუტინის ნათლიმამის, პრორუსი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვლის იდეაზე. ამგვარი ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი 12 აპრილს, მედვედჩუკის დაკავების შემდეგ გამოვიდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებმაც უნდა იმსჯელონ.
სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების ხარჯები შეისწავლა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სამხრეთ ოსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პარტია „ნიხასის“ ლიდერ ალან გაგლოევთან წააგო. დანარჩენმა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა უკვე განაცხადეს, რომ მეორე ტურში მხარს გაგლოევს დაუჭერენ. აქვს თუ არა გამარჯვების შანსი მოქმედ პრეზიდენტს?
ქუჩებში რუსეთის სამხედრო პატრული დადის. ტელევიზორში რუსულ არხებს აჩვენებენ. მეთევზეების ნადავლის ნაწილი რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას მიაქვს. მერი გაუჩინარდა. ტელეფონი არ მუშაობს.
ადამ მიხნიკი პოლონეთის დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის ერთ-ერთი ლიდერია „სოლიდარობისა“, რომელმაც დიდწილად არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთლიანად სოციალისტური სამყაროს ბედი გადაწყვიტა. რადიო თავისუფლების პრაღის ბიურო ადამ მიხნიკს უკრაინის ომსა და მის შედეგებზე ესაუბრა.
ჩამოტვირთე მეტი