„უკრაინა უარს ამბობს ნატოზე“, „დაეთანხმება ნეიტრალიტეტს“ - ის, რომ მსგავსი დასკვნები ზედაპირული და ნაადრევია, კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის ხედვა კრემლის მიერ დევნილი რუსული მედიის წარმომადგენლებს განუმარტა.
სამედიცინო წიგნაკის თანახმად, რუსი სამხედრო მოსამსახურე სერგეი შტაინერია. ის უკრაინის სამხედრო კონტრშეტევას გადაურჩა. 23 წლის ლეიტენანტი, ასმეთაურის მოადგილეა შეიარაღების დარგში. ის №12128 სამხედრო ნაწილში მსახურობს, რომელიც ორენბურგის რაიონის სოფელ ტოცკე-2-ში მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, იმის დასტურად, რომ თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სერგეი შოიგუ უძღვება სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო დაკვეთების შესრულების საკითხთან დაკავშირებით.
მოსკოვში, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაარსებულ „გორჩაკოვის ფონდში“, სადაც უკრაინელებისა და დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიაა გაჩაღებული, მოსკოვი საქართველოსთან „ნათელ მომავალს“ წინასწარმეტყველებს.
რადიო თავისუფლებამ მიმართა ექვს წამყვან ექსპერტს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გარშემო სასაუბროდ: რა გვასწავლა ომმა, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება უკრაინასა და რუსეთს შორის, პეკინ-მოსკოვის ურთიერთობის ბუნების შესახებ და საით შეიძლება წავიდეს ის?
„პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთს აღარავინ მიიღებს მსოფლიო საზოგადოების ნაწილად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნორვეგიელი მწერალი და ჟურნალისტი ბერნარ ლ. მორი, რომლის წიგნიც „რატომ ირჩევენ რუსები პუტინს“ ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, დასავლეთმა აქტივები გაუყინა ათეულობით ოლიგარქს პუტინის ახლო გარემოცვიდან. OOСRP-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ოფშორებში და არამხოლოდ, 17 მილიარდის „გაუყინავი” ქონება იპოვეს. მათი ვარაუდით, ეს ზღვაში წვეთია.
ისევ საიდუმლოდ რჩება, "რას, როდის და როგორ" მიაწვდის უკრაინას, მაგრამ 24 მარტს გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, ნატო აცხადებს, რომ, რუსეთთან ომში ეფექტიანი თავდაცვისთვის, უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს.
უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსული დიდი სადესანტო გემი „ორსკი“. „Крым.Реалии“ ჰყვება, რა არის ცნობილი ამ გემის შესახებ და რა იმედებს ამყარებდა მასზე რუსეთი.
ჩამოტვირთე მეტი