დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულის” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხელ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?
სულ მცირე, 1000 კილომეტრზე გადაჭიმულ უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე რთული ვითარება კვლავინდებურად ქალაქ ბახმუტის მიმართულებაზეა შექმნილი.
ევროკავშირში გაწევრიანების „ისტორიულ მაქსიმუმამდე“ გაზრდილი მხარდაჭერა, ნატოს მომხრეთა რიცხვის ზრდა და „ქართული ოცნების“ შემცირებული რეიტინგი - „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ბოლო კვლევის შედეგები ამომრჩევლის ახალ კოლექტიურ პორტრეტს ხატავს.
10 აპრილს რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის იყო “აზოვსტალის” მცველი ვალერია სუბოტინა (კარპილენკო), მეტსახელად "ნავა".
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროგრამა „სისტემამ“ ფოსტაზე გზავნილი მიიღო - ბმული აუდიოჩანაწერისა, რომელიც ინტერნეტში ღია მოხმარებისთვის დევს. სავარაუდოდ, ეს არის საუბარი მილიარდერ რომან ტროცენკოსა და კიდევ ერთ ადამიანს შორის. საუბრიდან გამომდინარე, ის შესაძლოა ბიზნესმენი ნიკოლაი მატუშევსკი იყოს.
„ქართული ოცნების“ როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე კვირაში ევროკავშირში, ნატოსა და ევროსაბჭოში მართავდა შეხვედრებს. საერთაშორისო პარტნიორებმა მათ რეფორმების გაღრმავების აუცილებლობა შეახსენეს.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება და აცხადებს, რომ სანაცვლოდ დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებას იმედოვნებს. სტოლტენბერგი ასევე ელის, რომ „ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას.
ჩამოტვირთე მეტი