რუსეთის არმიის დაბომბვების შედეგად ლამის საძირკვლამდე დანგრეულ მარიუპოლის "სწრაფი ტემპებით" "წარმატებული აღდგენის" შესახებ საუბრისას რუსული მედია აჩვენებს ოკუპირებულ ქალაქის ახლად აშენებულ სახლებში გახარებული მოსახლეობის დაბრუნებას, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
„ოცნება”, უკვე ორი დღეა, ღიად უშლის ხელს ოპოზიციის ინიციატივას - შეიქმნას საპარლამენტო კომისია სასამართლო სისტემაში შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად. ის, რასაც მმართველი პარტია მოსამართლეებისთვის „პოლიტიკურ სოლიდარობას“ ეძახის, ოპოზიციისთვის „სასამართლო კლანის“ მფარველობის მკაფიო გამოხატულებაა.
სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბრძოლა გრძელდება. დედაქალაქ ხართუმში ჩარჩენილი ქართველები გვიყვებიან, რომ წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა დილის ხუთ საათზე ისევ დაიწყო სროლა და დაბომბვა.
უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა მშვიდად შეხვდა კრემლის მიერ პოსტფაქტუმ გავრცელებულ ცნობას, რომ 17 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში ჩავიდა და სამეთაურო შემადგენლობასთან ოპერატიული თათბირები ჩაატარა.
როცა მთელი მსოფლიო უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოლოდინშია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიაში ჩადის და „უკრაინის კონფლიქტის“ სწრაფად დასრულების სურვილსაც გამოხატავს.
სანამ 17 აპრილს, პუტინის რეჟიმის ოპონენტს, ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ, იქამდე ის ორჯერ მოწამლეს. რით გააბრაზა მან კრემლი?
ოფერ ფრიდმანი, ლონდონის კინგს კოლეჯის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს (KCSC) ხელმძღვანელობს. ის თბილისს სტუმრობდა, ევროკავშირის პროექტის - "უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. რადიო თავისუფლება მას ჰიბრიდულ ომსა და მედეგობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ესაუბრა:
სუდანის დედაქალაქ ხართუმში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ელიან ადგილობრივ დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმებას ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყოს და მათ საქართველოში დაბრუნება შეძლონ.
ევროკავშირისთვის 2023 საკვანძო მნიშვნელობის წელია გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც კავშირში მიიღეს, ხორვატია იყო (2013) და 2020 წელს დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად დაპატარავდა.
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სურსათის იმპორტის აკრძალვა სლოვაკეთმაც გადაწყვიტა. თუმცა ყველაზე მეტად ბევრს ეს სწორედ პოლონეთისგან გაუკვირდა - რუსეთთან ომში უკრაინის ყველაზე მტკიცე ქომაგისა და მოკავშირისგან.
ჩამოტვირთე მეტი