რუსეთში, ტერორიზმის ბრალდებით 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს. მას კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერის აფეთქება ედება ბრალად. რუსეთის შსს-მ უკვე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც დარია ტრეპოვა აღიარებს, რომ დანაშაულის ადგილზე მართლაც იყო.
7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციელის ავტომობილის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს პირველად მოინახულეს ადვოკატებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ პატიმარს იძულებით გადაპარსეს თავი.
უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ) კიევ-პეჩორის ლავრის გარდა პრობლემები ქვეყნის სხვა ეკლესიებშიც აქვს. УПЦ-ს მრევლი უპირისპირდება. ქალაქ ხმელნიცკის ტაძრის გასაღები სასულიერო პირებს 2 აპრილს ხალხმა ჩამოართვა, ეკლესიაში უკრაინელი ჯარისკაცის ცემის შემდეგ.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათელა (ნათია) ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია.
31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაშორდა ხალხის ნებას - მტკიცედ იაროს ევროპულ გზაზე და ისიც დაამატა, რომ თბილისის მესიჯები მოსკოვისას ემთხვევა.
უკრაინაში გაჩაღებულ ომში გასაგზავნად რუსეთის ციხე-კოლონიებში მყოფი პატიმრების რეკრუტირებას როდესაც იწყებდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი არ მალავდა, რომ იგი, პირველ ყოვლისა, „მკვლელებითა და მძარცველებით იყო დაინტერესებული“.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ დღეს, 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვისაც ბრალი წაუყენეს. სასამართლო პროცესის დაწყება მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.
ჩამოტვირთე მეტი