თითქმის ერთი თვეა, გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას ხელფასებს სთხოვენ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოსკოვში ვიზიტი დროში დაემთხვა ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა (IIB) და მაღალი რანგის ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ამ ბანკს უნგრეთში რუსეთი აკონტროლებს.
პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა და ინიციატორ "ქართულ ოცნებას" შენიშვნებით დაუბრუნა. 12 აპრილს პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
მეოთხე დღე დაიწყო, რაც ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ასზე მეტი მძღოლი ღამეს მანქანაში ათევს. ისინი საზღვარს ვერ კვეთენ. რუსული მხარის ცნობით, გატეხილია მათი საბაჟოს მონაცემთა ბაზა და შეფერხებულია დოკუმენტების გაფორმება.
„ქართული ოცნებისთვის“ დასავლელ პარტნიორზე შეტევის კიდევ ერთ საბაბად იქცა BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულის" მფლობელი - დავით კეზერაშვილია დასახელებული.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, სამი წაკითხვით დაამტკიცა შესწორებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად აძლევს უფლებას რუსეთის მოქალაქეს, 18 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩაირიცხოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ჩასვლას ელოდებიან. მართალია, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა დაბაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამზადისი უკვე შეინიშნება.
სასამართლოს ხელისუფლება, რომელიც, კონსტიტუციით, სრულად დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, „რიგ საკითხებში“ ჩარევას აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს. აშშ-ის სანქციებთან დაპირისპირების ფონზე გამართული შეხვედრა ხელისუფლების ოპონენტებისთვის „კლანის“ არსებობის კიდევ ერთი დასტურია.
7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა - აქ სკვერი შენდება. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.
უკრაინის სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აშშ-ის დაზვერვის საბუთების გაჟონვას მშვიდად შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი