ევროკავშირისთვის 2023 საკვანძო მნიშვნელობის წელია გაფართოების პოლიტიკის თვალსაზრისით. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც კავშირში მიიღეს, ხორვატია იყო (2013) და 2020 წელს დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად დაპატარავდა.
პოლონეთისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სურსათის იმპორტის აკრძალვა სლოვაკეთმაც გადაწყვიტა. თუმცა ყველაზე მეტად ბევრს ეს სწორედ პოლონეთისგან გაუკვირდა - რუსეთთან ომში უკრაინის ყველაზე მტკიცე ქომაგისა და მოკავშირისგან.
სუდანში ღია სამოქალაქო ომში გადაიზარდა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ლიდერებს, გენერალ აბდელ ფატახ ალ-ბურჰანსა და გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის, რომლებიც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ.
კრემლის მოწინააღმდეგე ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი ბრალდება „სახელმწიფო ღალატია“. მაგრამ კარა-მურზას საქმე გამონაკლისი არ არის. ღალატის განაჩენი რუსეთში წესი ხდება - სახელმწიფო წარმატებით ეძებს და პოულობს „მოღალატეებს“ - ისევე, როგორც სტალინის ეპოქაში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაამარტივოს ვაჭრობა დანარჩენ საქართველოსთან ენგურის ხიდის გავლით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში.
წლევანდელი დიდი მარხვა - 27 თებერვლიდან 15 აპრილამდე - ქვეყნის ცხოვრებაში მღელვარე პერიოდს დაემთხვა: "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, ლაზარე გრიგორიადისის საქმე.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 14 აპრილს საბრძოლო მოქმედების შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა. ეს იყო შოკი რუსეთისთვის და დიდი წარმატება უკრაინისთვის.
საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მიეცა - რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსულიყო.
სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.
ოპოზიციონერი ბლოგერები რუს მამაკაცებს უმეორებენ ერთ სიტყვას: “გაიქეცით!”. ეს იმიტომ, რომ რუსეთის ჯარში გაწვევის სისტემა იცვლება. ვისაც საბუთი მიუვა, ქვეყნის დატოვება აეკრძალება.
ჩამოტვირთე მეტი