როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ის მიერ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სანქცირებულ მოსამართლეებს მაქსიმალურად იცავს და მტკიცებულებების არარსებობაზე ლაპარაკობს, ოპოზიციას კანონდარღვევის მრავალი ფაქტი ეგულება და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს.
დაავადებები და ანტისანიტარია ომის მუდმივი თანამგზავრებია. რუსეთში, სადაც ფრონტზე ბევრ პატიმარს აგზავნიან, ვითარებას ამძიმებს ციხეებსა და საპატიმროებში შექმნილი სავალალო სამედიცინო მდგომარეობა.
ანტიდასავლური პროპაგანდა ის უცვლელი იარაღია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს და დღევანდელ რუსეთს აერთიანებს. ხშირად, ამ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებას რუსეთი მის საზღვრებს გარეთაც ახერხებს.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 6 აპრილს სომხეთი ამოიღო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომლებიც, დეპარტამენტის თანახმად, მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის წინამძღოლობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში.
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია საქართველოს ეროვნული გმირები არიან. ზურაბ ჭავჭავაძისა და გია ჭანტურიას სახელები მიენიჭათ თბილისის ქუჩებს. ეროვნული მოძრაობის ცოცხალი ლიდერები სიამაყით იხსენებენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილ თავიანთ წვლილს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სანქცირებული სამი მოქმედი მოსამართლიდან სამივე უვადოდ არის დანიშნული და თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. ლევან მურუსიძეს დრო 2040 წლამდე აქვს; მიხეილ ჩინჩალაძეს - 2043 წლამდე; ხოლო ირაკლი შენგელიას - 2041 წლამდე.
ვაშინგტონმა ქართველ მოსამართლეებს სანქციები ისტორიაში პირველად დაუწესა. იქამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 30 წელი იმეორებდა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არც დამოუკიდებელია, და არც სამართლიანი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით საქართველოში, მათ შორის პრობლემებით სასამართლო სისტემაში.
„ოცნება“, მისი განაყოფი - „ხალხის ძალა“, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთის მსგავსი განცხადებებით უპირისპირდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ. დაძაბულობა სცდება მართლმსაჯულების სფეროს და საგარეო პოლიტიკის სიბრტყეში გადადის.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების, შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
„2 წელიწადში პენსიაზე უნდა გავსულიყავი. ვფიქრობდი, ბარემ ვიმსახურებ, იპოთეკას გადავიხდი და კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ თებერვალში ომი დაიწყო და სინდისთან ვაჭრობა ვეღარ გამომდიოდა. აღარ შემეძლო ამ პრეზიდენტთან მუშაობა, მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ“
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი გასული წლის აგვისტოში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე საიდუმლო შვებულებაში იმყოფებოდა.
ჩამოტვირთე მეტი