„ქართული ოცნებისთვის“ დასავლელ პარტნიორზე შეტევის კიდევ ერთ საბაბად იქცა BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია "ფორმულის" მფლობელი - დავით კეზერაშვილია დასახელებული.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ, სამი წაკითხვით დაამტკიცა შესწორებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად აძლევს უფლებას რუსეთის მოქალაქეს, 18 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დასრულებისთანავე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩაირიცხოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გაგლოევის ჩასვლას ელოდებიან. მართალია, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა დაბაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამზადისი უკვე შეინიშნება.
სასამართლოს ხელისუფლება, რომელიც, კონსტიტუციით, სრულად დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, „რიგ საკითხებში“ ჩარევას აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს. აშშ-ის სანქციებთან დაპირისპირების ფონზე გამართული შეხვედრა ხელისუფლების ოპონენტებისთვის „კლანის“ არსებობის კიდევ ერთი დასტურია.
7 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან არმატურა და სილით სავსე ტომრები დააწყვეს, მალევე მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა - აქ სკვერი შენდება. მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას “ძალიან მალე” მიიღებს.
უკრაინის სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აშშ-ის დაზვერვის საბუთების გაჟონვას მშვიდად შეხვდნენ.
აშშ-ის დაზვევრვის გაჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ პენტაგონი უსმენს კრემლსაც და საკუთარ მოკავშირეებსაც. თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა, რომ საბუთების ნაწილი ნამდვილია.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2022 წელს, დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა - ამ დასკვნით იწყება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც 11 აპრილს გაიმართა.
როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ის მიერ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სანქცირებულ მოსამართლეებს მაქსიმალურად იცავს და მტკიცებულებების არარსებობაზე ლაპარაკობს, ოპოზიციას კანონდარღვევის მრავალი ფაქტი ეგულება და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს.
ჩამოტვირთე მეტი